„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე დამსწრე მოქალაქე: ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ქართული ღირებულებების დაცვით და შენარჩუნებით წინსვლა და ევროპაში შესვლა

კონცერტი

ჩემთვის უმნიშვნელოვანესი არის ქართული ღირებულებების დაცვით და შენარჩუნებით წინსვლა და ევროპაში შესვლა. ჩემი აზრით, რასაც ჩვენი მთავრობა აკეთებს და რა ნაბიჯებსაც დგამს უშუალოდ, საქართველოს ღირსების დასაცავად მოქმედებს“, - განაცხადა ფოთში მიმდინარე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ღონისძიებაზე მოქალაქე ლუკა პაჭკორიამ.

ფოთში მცხოვრებლები ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ მშვიდობიან პოლიტიკას მხარს უჭერენ.

„მშვიდობა არის იმის წინაპირობა, რომ ქვეყანა განვითარდეს და ახალგაზრდებს უფრო მეტი შესაძლებლობა გვქონდეს მომავალში“, - განაცხადა ვერიკო დოლბაიამ.

„ქართულ ოცნების“ მხარდამჭერი ღონისძიებები ფოთსა და ქუთაისში მიმდინარეობს.

ქუთაისში, ღამის შოუს ბენდი, თეატრალური კვარტეტი, თიკა მახალდიანი, სალომე ბაკურაძე და გია ნიკოლაძე იკავებენ სცენას, ხოლო ფოთში ბანი, ნუცა ბუზალაძე და ბენდი, ზუკა ხუციშვილი და შოთიკო ტატიშვილი გამოვლენ ღონისძიებაზე.

მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით ევროპისკენ - მომღერლები სრულად იზიარებენ „ქართული ოცნების“ პოლიტიკას და მმართველ პარტიას მხარდაჭერას უცხადებენ.