ჯარიმა 6000 ლარია - ნახეთ, ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1756965025
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ანტონიუ კოშტას განცხადებით, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი ეტაპის გახსნისთვის ყველა პირობა შეასრულა.
კოშტამ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გამოთქვა იმედი, რომ უკრაინა ახლო მომავალში ევროკავშირის წევრი გახდება.
„ნათელია, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არის არა მხოლოდ უსაფრთხოების საუკეთესო გარანტია, არამედ ყველაზე ეფექტური გზა კეთილდღეობისა და უკრაინელი ხალხისთვის საუკეთესო მომავლისთვის. უკრაინამ შეასრულა კრიტერიუმები გაწევრიანების პროცესის პირველი ეტაპის ფორმალურად გახსნისთვის“, – აღნიშნა კოშტამ.
როგორც კოშტამ განმარტა, ევროპელი პარტნიორები განაგრძობენ ზეწოლას რუსეთზე სანქციების საშუალებით.
„ჩვენ მზად ვართ ომის შემდგომი პერიოდისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ ეს დღე დადგეს, ჩვენ უნდა მოვიყვანოთ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ ვმუშაობთ შეერთებულ შტატებსა და სხვა პარტნიორებთან, რომ გავზარდოთ ჩვენი ზეწოლა დამატებითი სანქციების საშუალებით. ბრიუსელში იწყება მუშაობა სანქციების ახალ პაკეტზე. ევროპული გუნდი მიემზგავრება ვაშინგტონში, რომ იმუშაოს ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან. ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, უკრაინელ ხალხთან ჩვენს საერთო მომავალზე“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გეგმავს შეხვედრას უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან, რათა დაარწმუნოს, რომ არ დაბლოკოს უკრაინის ევროინტეგრაციის პროცესი.