სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
პარტია „ქართული ოცნების“ ნაძალადევის მაჟორიტარობის კანდიდატი, შალვა მაისურაძე, ცოტნე დადიანისა და საყვირის ქუჩებზე მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას შეხვდა. თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი ადგილობრივი მცხოვრებლების საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და მათ ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის შესახებ ესაუბრა.
შალვა მაისურაძემ საარჩევნო შეხვედრა ჯავის ქუჩაზეც გამართა. „ცოტნე დადიანის ქუჩა N134ა კორპუსში მცხოვრებმა მოქალაქეებმა კერძო ინვესტორთან მოლაპარაკების პროცესში ჩამოჭრილი პრობლემური საკითხების შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია. საყვირის ქუჩა N2-ში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას კი მუნიციპალიტეტი ავარიული საცხოვრებელი შენობის დემონტაჟს და ახლის მშენებლობას სთავაზობს, რომლისთვისაც აუცილებელია მობინადრეების 100%-იანი თანხმობა. ამ ეტაპზე მოსახლეობაში სრული თანხმობა არ არის და სწორედ ეს საკითხი განვიხილეთ. ნაძალადევის რაიონში არსებულ ავარიულ შენობებში მცხოვრებ მოქალაქეებს მოვუწოდებთ, რომ ისარგებლონ თბილისის მერიის ამ ძალიან კარგი პროგრამით. რა თქმა უნდა, სანდობიის პრობლემა არ დგას, რადგან მუნიციპალიტეტის მიერ იგეგმება ყველა დეტალი და ამ მხრივ მოსახლეობას სანერვიულო არ აქვს“, - აღნიშნა შალვა მაისურაძემ.
კანდიდატთან ერთად მოქალაქეებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი, ირაკლი ანდღულაძე შეხვდა.