+30 გრადუსამდე დათბება - როდის გამოიდარებს საქართველოში
1744291299
ქალბატონი სალომე შეგახსენებთ, რომ არის მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანი, ფულს იღებს მაკკეინის ინსტიტუტისგან. მაკკეინის ინსტიტუტი, შეგახსენებთ რომ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს უზბეკეთში.
აღნიშნული განცხადებით შალვა პაპუაშვილმა შეაფასა სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ევროკავშირისადმი, თითქოს ხელისუფლების უზურპაცია ხდება და არ დაუშვან ეს ყველაფერი.
„ქალბატონი სალომე შეგახსენებთ, რომ არის მაკკეინის ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანი, ფულს იღებს მაკკეინის ინსტიტუტისგან. მაკკეინის ინსტიტუტი, შეგახსენებთ რომ არის ომის აქტივისტების ინსტიტუტი, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინაში მშვიდობის დამყარებას ერთი. ამასთან, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც თბილისში ყოფნისას, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს, კითხვაზე, რომ არსებობს მოსაზრება და შიშები, შეიძლება სანქციების დაწესებამ, სხვა ნაბიჯებმა ესკალაცია გამოიწვიოს რუსეთთან, შეიძლება სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდოს, ამ კითხვაზე ქალბატონი სალომეს უფროსმა უპასუხა მერე რაო, შემოვაო, ვიღაცებს დახოცავენო, რაღაცები მოხდებაო, მერე რაო. მთლიანად ხომ ვერ დაგიპყრობენო. ეს გვახსენებს ჩვენ ერთ სიტყვებს, რომელიც ამას წინ გაიხსენა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ნათქვამი იყო მაშინდელ პრემიერ-მინისტრთან, ერთ-ერთი უცხოელი მაღალჩინოსნის მხრიდან, რომ მერე რაო. ზუსტად ეს უთხრა. მთლიანად ვერ დაგიპყრობენო, როგორც მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თქვა, პარტიზანულ ომს გამართავთ და ტყეში გახვალთ. აქაც აჩვენებს ვინ იყო ამ სცენარების დამწერი.
ასე რომ, სალომე ზურაბიშვილი დღეს დასაქმებულია ორგანიზაციაში, რომელიც არის ომის აქტივისტების ორგანიზაცია და რომელიც საქართველოს უმზადებდა მერე რას სცენარს, რომ მერე რა დაიხოცება ხალხი, დაიხოცებიან ბავშვები, ქალები, ჯარისკაცები, მერე რა, მთლიანად ვერ დაგიპყრობენ და თქვენს გვერდით იქნება სამყაროო. როგორ უდგანან გვერდში, ამასაც შემდეგ კარგად ხედავს ხოლმე სამწუხაროდ, ის ერი, რომელიც ასეთი ომის აქტივისტების იმედად არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.