პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს რეგლამენტის დარღვევით - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

საგამოძიებო კომისია მუშაობას განაგრძობს. დღევანდელ სხდომაზე განიხილება საქართველოს მწერალთა კავშირთან განვითარებული მოვლენები. კომისიის წევრების შეკითხვებს კი მაყვალა გონაშვილი უპასუხებს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ოპოზიცია შურისძიებად და არსებული ვითარებიდან ყურადღების გადატანის მცდელობად აფასებს.

"ის არის გამოყენებული პოლიტიკურ ინსტრუმენტად პოლიტიკური ოპონენტების მისამართით და პროკურატურის ასამოქმედებლად. ამავდროულად, ის პროცესი, რომელიც ახლა პარლამენტში მიმდინარეობს, მიმდინარეობს საქართველოს კონსტიტუციისa და საქართველოს რეგლამენტის დარღვევით. რეალურად, თუ რაიმეს გამოძიება სურდათ, შეეძლოთ 13 წლის განმავლობაში ეს საქმეები გამოეძიებინათ, მაგრამ ეს არის შოუს ელემენტების მქონე“, - აცხადებს", - აცხადებს პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლანა გალდავა.