ერთი თვის ამინდის პროგნოზი - რა გველოდება 20 მარტამდე?
1739996324
საქართველომ შეძლო და თავიდან სერიოზული პრობლემები აიცილა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპისთვის, გამოწვევები არსებობდა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ცეცხლით და ნგრევით ემუქრებოდა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ფიზიკური, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ყველაფერი ჯერ დასრულებული არ არის.
„თითქოს, ჩვენ სამშვიდობოს გავედით, მაგრამ ყველაფერი ჯერ დასრულებული არ არის, გამოწვევები არსებობს, ტერიტორიები ოკუპირებულია და გარკვეული დაძაბულობაა ცალკეულ ქვეყნებთან, ევრობიუროკრატიასთან, რაც გადალახვადია. ამ საკითხზე პოზიტიური ტენდენციები შეუქცევადი იქნება. რაც შეეხება უკრაინას, ომის თაობაზე განცხადება არა მხოლოდ ტრამპმა გააკეთა, არამედ ომში მყოფი ქვეყნის პარტიის ხელმძღვანელებმა, რადაში მათი ფრაქციის ლიდერმა იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი შეთანხმების შესაძლებლობა არსებობდა. ზელენეკის 73-მა პროცენტმა სწორედ ამ იდეის გამო მისცა ხმა. რასაკვირველია, ეს პროცესი, რაც დღეს მიმდინარეობს, უკრაინას სრული კრახისგან გადაარჩენს. ველოდებით, რომ მოძმე უკრაინელი ხალხი მშვიდობას და განვითარების პერსპექტივას პოვებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.