პროცესები საინტერესოდ ვითარდება, გვიხარია, რომ დემოკრატიის, თავისუფლების და ძირითადი პრინციპების მიხედვით სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეები ვართ - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

„ქართული ოცნების“ მოწინააღმდეგეები ტრამპის მოწინააღმდეგეებად ერთი თვალის დახამხამებაში გადაიქცნენ, ფაქტობრივად, ის პერფორმანსი, რომელსაც ყოველ საღამოს დგამენ, ამ დღეებში ამერიკის დროშის დასაფლავებაში გადაიზარდა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, „ვინც ტრამპის ინაუგურაციაზე თავპირის მტვრევით გარბოდა, დღეს ტრამპის იდეოლოგიის მოწინააღმდეგეები ხდებიან“.

„მის მიერ გაკეთებული განცხადებები ყველაზე მეტად სწორედ მათ ურტყამთ. პროცესები საინტერესოდ ვითარდება და გვიხარია, რომ დემოკრატიის, თავისუფლების და ძირითადი პრინციპების მიხედვით სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეები ვართ“, – განაცხადა წილოსანმა.