პროტესტის მე-20 დღე - რუსთაველის გამზირზე აქცია გრძელდება

აქცია

პროტესტის მე-20 დღე რუსთაველის გამზირზე. მოქალაქეები აქციას მსვლელობით შეუერთდნენ. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სიტუაციას საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ.

მე-20 დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო გამოსვლები იმართება.

შეკრებილები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აქცია-მსვლელობებით აპროტესტებენ.

მათი მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები.

ბოლო რამდენიმე დღეა თბილისის ცენტრალურ გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებთან ერთად სხვადასხვა სფეროს და პროფესიის წარმომადგენლები დედაქალაქის ქუჩებში მარშებს აწყობენ დღის ბოლოს კი პარლამენტის შენობასთან იკრიბებიან.