ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს, რომელსაც საპროტესტო მსვლელობით ახალგაზრდა მეცნიერები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორები შეუერთდნენ.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია უკვე მე-19 დღეა, უწყვეტად მიმდინარეობს.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.
მოთხოვნა უცვლელია - დაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პროტესტის დროს დაკავებული მოქალაქეები. აქციის მონაწილეები იმ პირების დასჯასაც ითხოვენ, ვინც მოქალაქეებზე და ჟურნალისტებზე იძალადეს.