მან ბიონსეც ჩამოიტოვა - დასახელდა 21-ე საუკუნის საუკეთესო მომღერალი
1736540067
პროკურორი ქეთი ჩაჩავა აცხადებს, რომ არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოკითხვისას პარტია „ახალის“ წევრს თენგო თევზაძეს კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები არ წარუდგენია.
„მოლოდინი გვქონდა, რომ აღნიშნული მოწმე მნიშვნელოვან მტკიცებულებებს მოგვაწვდიდა არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, თუმცა ის შემოიფარგლა ძირითადად მის მიერ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გაკეთებული განცხადებებით. მას რამე კონკრეტული მტკიცებულება, კონკრეტული სახელები და გვარები და ფაქტები არ დაუსახელებია. მოწმის განცხადებით, მტკიცებულებების შეგროვების პროცესშია და როცა მტკიცებულებების შეგროვებას დაასრულებს, შემდეგ მოგვაწვდის ამ მტკიცებულებებს“, - განაცხადა პროკურორმა.
თენგო თევზაძე არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე დღეს გამოიკითხა.
პროკურატურა არჩევნების შესაძლო გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს და კონკრეტულ ფაქტებს ითხოვს. განცხადებების ავტორთა ნაწილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ნაწილი კი, საჯაროდ ნათქვამს ან დამკვირვებელთა შეფასებებს ეყრდნობა.