ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა ტრამპთან

ტრამპი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა Telegram-ის საკუთარ არხზე გაავრცელა.

ერმაკის განცხადებით, „ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი საუბარი პრეზიდენტებს [ზელენსკისა და ტრამპს] შორის. ყველა დეტალი მალე გახდება ცნობილი“.