გოგა მანია უახლეს წინასწარმეტყველებას ავრცელებს
1764102019
სად ჩანს ადამიანი ამ კონცეფციაში - ეს ადამიანი არის სტუდენტი, რომელიც დღეს არ არის უზრუნველყოფილი მაღალი დონის განათლებით ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას.
მთავრობის მეთაურის თქმით, სტუდენტი დღეს არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ინფრასტრუქტურით, თვითრეალიზების შესაძლებლობებით, საერთო საცხოვრებლებით, მაღალი ხარისხის სასწავლო პროგრამებით, სახელმძღვანელოებით.
„ეს არის დღეს სტუდენტის სახე უმაღლესი განათლების სისტემაში, სამწუხაროდ. და როგორია სტუდენტის მდგომარეობა ამ რეფორმის განხორციელების შემდეგ. ეს არის უკეთესი ინფრასტრუქტურა, მიდიხარ მაღალი დონის, თანამედროვე სტანდარტების აუდიტორიაში, გხვდება კვალიფიციური ლექტორი, მაღალი დონის სახელმძღვანელო, მაღალი დონის სასწავლო პროგრამა, საერთო საცხოვრებელი დღეს რომ არ არსებობს და ბინას ქირაობ სამჯერ მეტ ფასად, შეიძლება სამჯერ იაფად გქონდეს მაღალი დონის საერთო საცხოვრებელი, სპორტული ინფრასტრუქტურა და ა.შ. ეს არის, როგორიც უნდა იყოს სტუდენტის მდგომარეობა რეფორმის განხორციელების შემდეგ. თუ აქ არ ჩანს ადამიანი, მაშინ სად შეიძლება გამოჩნდეს სტუდენტის მდგომარეობა სხვაგვარად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.