მარტოხელა მამამ, რომელმაც კიბო დაამარცხა, ლატარიაში მილიონი ფუნტი მოიგო
1754650962
თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს დაცული, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურმა უპასუხა კითხვას, თუ რატომ აქვთ პარტნიორებს ორმაგი მიდგომები, როდესაც შვედეთმა მიიღო კანონი საჯარო მოხელეების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით და ანალოგიურ კანონზე ისმის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
„შვედეთი არის მაღალი ღობე, ჩვენ ვართ დაბალი ღობე. ეს არის მათი წარმოდგენა. ჩვენი წარმოდგენა სინამდვილეში ასეთი არ არის. ღობე არის ყველა ერთი სიმაღლის, ყველას აქვს სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა. თუ შვედი საჯარო მოხელე უნდა იყოს დაცული, ქართველი საჯარო მოხელეც უნდა იყოს, ბუნებრივია, დაცული. ასეთ დროს, როცა ვხედავთ ორმაგ სტანდარტებს, ეს მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად დამძიმებულია მდგომარეობა ევროპულ ბიუროკრატიაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.