ზაზა თელია ასახელებს ზეთს, რომელიც ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საზიანოა
1761753431
როდესაც სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩნდება უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში.
პრემიერის თქმით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არის მარტივი სპეკულაცია.
„მე არ მახსენდება ასეთი კომენტარი, უკრაინაში და მოლდოვაში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ისინი სუსტები იყვნენ, თუ რატომ მიიღეს გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით. ზოგადად, რატომ მიიღება სხვადასხვა ქვეყანაში პარტიის აკრძალვის გადაწყვეტილება? კი არ ეშინია ვიღაცას ან დემოკრატიული პროცესის ან რაღაცის. როდესაც სამართლებრივად დგინდება, რომ თავისი არსით კონკრეტული პოლიტიკური პარტიები არიან დაპირისპირებული დემოკრატიის იდეასთან, მაშინ ჩნდება უკვე სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ მიიღოს ზომები არადემოკრატიული, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ. ეს რომ იყო შიშის გამოხატულება, მაშინ კონსტიტუციებში არ იქნებოდა ასეთი მექანიზმი ჩადებული. ეს ხომ მარტივად ჩანს, რომ სპეკულაციაა. რატომ წერია მაშინ, პრაქტიკულად ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ შესაძლებელია პარტიების აკრძალვა, მშიშრები არიან, თუ რატომ ჩადეს ეს მექანიზმი. ნახეთ, რა მარტივი, იაფფასიანი სპეკულაციებია. მოლდოვაში აიკრძალა, არავითარი სპეკულაციები არ მოჰყვა, არც არავითარი განცხადებები, უკრაინაში აიკრძალა და არც იქ, მაგრამ ჩვენთან ახერხებენ სპეკულირებას, რაც ძალიან დასანანია, სამწუხაროა. ეს აჩვენებს ევროპული ბიუროკრატიის სახეს. ხომ მარტივი სპეკულაციაა. არითმეტიკული სიმარტივით მტკიცდება ის, რომ მარტივად ისპეკულირა ევროკომისიის პრესსპიკერმა. ეს რომ იყოს შიშის გამოხატულება, მაშინ გამოდის, რომ ყველა ევროპული ქვეყანა არის მშიშარა და ამიტომ უწერიათ პარტიების აკრძალვის მექანიზმი კონსტიტუციებში. ასეთი სამარცხვინო სპეკულაციებით არ შეიძლება გამოდიოდეს ადამიანი, რომელსაც ჰქვია ევროკომისიის პრესსპიკერი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.