ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909
დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გმირთა მოედანზე, სადაც სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დღე არის შეხსენება მრავალი ქართველის გმირობის.
„ჩვენ დღეს პატივს მივაგებთ აფხაზეთში დაღუპულ გმირებს, ვიხსენებთ აფხაზეთის ტრაგედიას. ეს იყო ტრაგიკული მოვლენები, თუმცა, ამასთან ერთად, ეს დღე შეგვახსენებს ჩვენ მრავალი ქართველის გმირობას. ასევე შეგვახსენებს ჩვენს პასუხისმგებლობას, ვიზრუნოთ იმ მიზნის აღსრულებაზე, რასაც შეეწირნენ ჩვენი გმირები. ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი გმირების წინაშე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.