„მძღოლი პირველივე შემთხვევაში დაჯარიმდება 1000 ლარით“ - საყურადღებო ინფორმაცია
1754995003
კანონები არ მოსწონთ კონკრეტულ ძალებს ერთადერთი მიზეზის გამო, ეს არის რევოლუციის საპირისპირო, საწინააღმდეგო კანონები, მათ შორის, რაც შეეხება ადმინისტრაციულ სანქციებს, სხვა ცვლილებებს, რომლებიც შედის სისხლის სამართლის, თუ ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში.
პრემიერის თქმით, რადიკალურ ოპოზიციას უნდა, მუდმივ რეჟიმში ხდებოდეს ის, რაც დააორგანიზეს 5 დღის მანძილზე 28 ნოემბრიდან. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს იყო ნამდვილი ომის იმიტაცია, ძალადობრივი რევოლუციის მოწყობის მცდელობა.
„უმძიმესი ვითარება იყო 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ვიდრე არ შევიდა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები პარტიულ ოფისებში, ვიდრე არ ამოიღეს შესაბამისი მასალები და ვიდრე არ მიიღეს ზოგადად შესაბამისი ზომები, მანამდე გრძელდებოდა ეს ნამდვილი ომის იმიტაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.