გურჯაანი-ბაკურციხის გზაზე გარდაცვლილი ახალგაზრდის ვინაობა ცნობილია
1761076740
გერმანიასთან ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად ღია იქნება მასთან თანამშრომლობისთვის.
„რაც შეეხება გერმანიის ელჩის გაწვევას, ვფიქრობ, რომ სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული იყო გერმანიისთვის ამ ადამიანის ყოფნა ჩვენს ქვეყანაში. არც ერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობები, პირიქით, თუ გავიხსენებთ გერმანიის ელჩებს, ყველას შეჰქონდა თავისი დადებითი წვლილი ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში. რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ეს ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ძალიან მალე ყველაფერი აღდგება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს თანამშრომლობას, პარტნიორობას, მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება. არ ვიცი, როდის მიიღება ეს გადაწყვეტილება გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა, როდესაც ჩამოვა ახალი ელჩი, ჩვენ აბსოლუტურად ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.