რიტუალები 13 იანვრის ღამეს, რომელიც ფულსა და სიმდიდრეს მოიზიდავს თქვენს სახლში
1768250208
ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში, ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.
პრემიერის თქმით, იყო კოორდინირებული კამპანია და ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა.
„თქვენ გახსოვთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია. ამ კამპანიის მიზანი იყო სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაში ჩარევა. უცხოური ჩარევისთვის ფონის შექმნას ისახავდა მიზნად ეს კამპანია. ჩვენ აქაც წარმატებით დავუპირისპირდით ამ კამპანიას და არავის მივეცით ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფის შესაძლებლობა. ეს ყველაფერი კარგად გამოჩნდა იმ პროცესებიდან, რომელიც ვითარდება ევროპულ ქვეყნებში. ამ ქვეყნებს ძალიან დიდი პრობლემები აქვთ სასამართლო სისტემაში.
გახსოვთ რუმინეთის საქმე, როდესაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გააუქმეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. უმძიმესი პრობლემებია შექმნილი მართლმსაჯულების სისტემაში ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში. ასეთ ფონზე საქართველოში ისინი აწარმოებდნენ ხელოვნურ კამპანიას, რასაც ჩვენ წარმატებით დავუპირისპირდით და სწორედ ამან მოგვცა ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის შენარჩუნების შესაძლებლობა“, - განაცხადა პრემიერმა.