სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093
ერთადერთი რამ წერია გამჭვირვალობის კანონში, რომ ენჯეომ წელიწადში ერთხელ უნდა გამოაქვეყნოს დეკლარაცია, მეტი არაფერი არ წერია. როგორც შეიძლება ამაზე ილაპარაკო, რომ ენჯეოებს ვაქრობთ, სისულელეა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არ მოსწონთ ეს კანონი, რადგან გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ ისეთი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მოწყობისკენ.
„წელიწადში ერთხელ უნდა გამოაქვეყნო ფინანსური დეკლარაცია, მეტი არაფერი არ წერია ამ კანონში და არის რბილი სანქციები არ გამოქვეყნებისთვის. პარტიების კანონი რომ ნახოთ, იგივე ევალებათ პარტიებსაც, ოღონდ უფრო რთული ფორმით, უფრო და უფრო ხშირად და სანქციები არის ბევრად უფრო მკაცრი. ენჯეო რომ ხარ, მიდი და წელიწადში ერთხელ გამოაქვეყნე შენი ფინანსური დეკლარაცია. როგორ შეიძლება, ამას უწოდო ენჯეოების გაქრობის მცდელობა, რატომ არ მოსწონთ ეს კანონი, იმიტომ, რომ გაუმჭვირვალედ უნდა მიეღოთ ისეთი თანხები, რომლებიც პირდაპირ იყო მიმართული რევოლუციების მოწყობისკენ. გახსოვთ კანვასის ტრენინგები და უამრავი სიმახინჯე. არა მარტო რევოლუცია, იქ ეკლესიაზე თავდასხმა, სახელმწიფო ინსტიტუტების დაკნინების მცდელობა, სიცრუისა და ყველანაირი ტყუილის გავრცელება და მახინჯი პროპაგანდა რისთვისაც ფინანსდებოდნენ კონკრეტული ე.წ. მედიასაშუალებები, რომლებიც ენჯეოების სახით ფუნქციონირებს, ყველანაირი სიმახინჯე. ნარკოტიკების პოპულარიზაცია, ამ ყველაფერს აფინანსებდნენ გაუმჭვირვალედ. კანონი არ მოსწონთ სწორედ იმის გამო, რომ ამის გაგრძელება უნდოდათ. ვერ ახერხებენ იმავეს გაკეთებას გამჭვირვალედ, საზოგადოების აგრესიას ხომ ნახავენ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, როგორ შეიძლება საზოგადოებას მოეწონოს ისეთი რამის დაფინანსება, რაც ითვალისწინებს ეკლესიაზე თავდასხმას, ნარკოტიკების პოპულარიზაციას, რევოლუციის მოწყობას.
„ამ სიმახინჯეს, რასაც შტაბის წინ ვხედავთ, გადაგვარებულ ადამიანებს. აქ გარეგნობაზე კი არ მაქვს აქცენტი, მაგრამ ისე დაუმახინჯეს სულები ადამიანებს, უკვე გარეგნობაზე გამოიხატება ეს ყველაფერი. ეს ხომ უბედურებაა? ამის წინააღმდეგ არ უნდა მიიღო კანონი. უნდა დაგიმახინჯონ შენი თანამოქალაქეები სულიერად. უნდა შთააგონონ ათასი უბედურება, ქალი ქარს აღარ უნდა ჰგავდეს და კაცი კაცს. ქართველი ქართველს არ უნდა ჰგავდეს, უნდა იცინოდნენ ადამიანის მკვლელობაზე. ფარჯიანებად უნდა იქცნენ ჩვენი თანამოქალაქეები და ბრაჭველებად. ეს ხომ კატასტროფაა, ეს ხომ უბედურებაა. ამას აკეთებდნენ სწორედ იმ გაუმჭვირვალე, მახინჯი დაფინანსებით, რაც ამ კანონით აღარ არის დაშვებული და გამჭვირვალობას ვითხოვთ.
როგორ შეიძლება იქცნენ, კოლექტიურ ფარჯიანებად, ბრაჭველებად და ნათია ჭკუასელებად ჩვენი თანამოქალაქეები. ეს ხომ კატასტროფაა. ამის წინააღმდეგ იქნა მიღებული გამჭვირვალობის კანონი და ზუსტად იმიტომ უნდათ ამ კანონის გაუქმება, რომ კოლექტიური ფარჯიანები და ბრაჭველები გამოიყვანონ ინკუბატორივით ჩვენს ქვეყანაში და ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება ჯანსაღი, ჯანმრთელი ქართველები ქვეყანაში და არამარტო ქართველები, ჯანსაღი თანამოქალაქეები, სულიერი ადამიანები და არა გადაგვარებული და დამახინჯებული აზროვნების მქონე ადამიანები.
„ქალები გამოდიან და ბილწსიტყვაობენ და მერე უნდათ კიდევ ქალებად წარმოაჩინონ თავი. როგორ შეიძლება, ქალი ამ სიტყვებით იგინებოდეს, რასაც ჩვენ ვხედავდით. ქალს არ უნდა ჰქონდეს ქალის სახე, კაცს არ უნდა ჰქონდეს კაცის სახე, ქართველს არ უნდა ჰქონდეს ქართველის სახე, არაფერი არ უნდა ჰქონდეს, იდენტობა არ უნდა ჰქონდეს, ამას აკეთებდნენ ზუსტად ამ ენჯეოების დაფინანსებით და ათასი სიმახინჯის დაფინანსებით ჩვენს ქვეყანაში. ამის წინააღმდეგ მივიღეთ გამჭვირვალობის კანონი, ათასი ტყუილი ილაპარაკეს. აშშ-ის ელჩი გამოდიოდა და სამარცხვინო ტყუილებს ლაპარაკობდა ამ კანონთან დაკავშირებით, გამოდიოდნენ სამარცხვინო ენჯეოშნიკები, გამოდიოდნენ ე.წ. სამოქალაქო აქტივისტები ათას ტყუილს კადრულობდნენ, ნული დისკუსია და ახლა გამოდის ევროპული ბიუროკრატია და ითხოვს ამ კანონის გაუქმებას.
ჩვენ პრინციპები უნდა დავიცვათ იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები იყოს ბოლომდე დაცული და სხვა მიმართულებით ქვეყნის განვითარებას, ბუნებრივია, ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
სიახლე მართვის მოწმობასთან დაკავშირებით
1757616093