ოქრო ისევ გაიაფდა - რა ღირს გრამი საქართველოში
1773679238
ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო აშშ-ს სთავაზობს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით.
„ჩვენი შეთავაზება იცით, რაც არის. ჩვენ ვთავაზობთ აშშ-ს სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. ეს განაცხადი საჯაროდ გაკეთდა და ის პროცესები, რაც ბოლო დროს წარიმართა, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს, რომ რეალურად მოხერხდება სტრატეგიული პარტნიორობის გადატვირთვა, დანარჩენი არის დამოკიდებული ამერიკულ მხარეზე და ჩვენ მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.