პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად ზუგდიდში თხილის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა.

საწარმოს სრული ინვესტიცია 31 766 000 ლარია, რომლიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტის წილი 11 500 000 ლარი, ხოლო

სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 3 481 000 ლარია. შპს „აი ჯი აგროს“ თხილის პლანტაციებში 19,110,000 ლარი აქვს ინვესტირებული.

თხილის გადამმუშავებელი საწარმოს წარმადობა 4000 ტონას შეადგენს.

ქარხანაში მუდმივად 59, სეზონურად კი, 100 ადამიანია დასაქმებული.

საწარმო ახორციელებს თხილის ექსპორტს. კომპანიას ამ დროისათვის ექსპორტზე გატანილი აქვს 1128 ტონა თხილი.