პრემიერ-მინისტრი საქართველოსა და დანიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო

ირაკლი

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, საქართველოსა და დანიის კალათბურთელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო, რომელიც თბილისი არენაზე გაიმართა.

ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩი საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 62:60 დასრულდა.

მატჩის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს, მწვრთნელებს და კალათბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეექვსედ, ევრობასკეტზე იასპარეზებს.

საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები, სამწვრთნელო შტაბი და კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა პრეზიდენტს ღირსების ორდენზე წარუდგინეს.