ჭავჭავაძეზე სამაშველო ოპერაციის დროს მეხანძრე დაიღუპა
1734856864
„ქართული ოცნებიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი ცოტნე ანანიძე ეხმიანება პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოს 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესის შეჩერების თაობაზე.
მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებამ საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა. მანვე აღნიშნა, რომ ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებამ, საქართველოს მიმართ ევროკავშირის ინტერესი კიდევ უფრო გააძლიერა.ეს არაა უარი ევროკავშირზე, პირიქით - სუვერენული და პრაგმატული სვლაა მოცემულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში!2030-ში შევხვდებით ევროკავშირის ქობულეთში.#მშვიდობასაქართველოს# მშვიდობაუკრაინას“, - წერს ცოტნე ანანიძე.