პოლიცია ჩხრეკს "დროას" ოფისსაც

პოლიცია ჩხრეკს "დროას" ოფისსაც

პოლიცია შევიდა "დროას" ოფისშიც, რომელიც კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ნაწილია. მიმდინარეობს ჩხრეკა.

პოლიციელი პარტიის წევრებს ლაზერებზე, საღებავებზე, პიროტექნიკაზე უსვამს კითხვებს.

ელენე ხოშტარიამ მათ განუმარტა, რომ ოფისშია ნივთები, რომლებიც გამოიყენება "რუსული რეჟიმის" წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე. საუბარია საკვებზე, პლედებზე.

პარტიის წევრები აცხადებენ, რომ ოფისი დაკეტილი იყო და ადგილზე მისვლისას მათ პოლიცია შენობაში დახვდათ.

"ბოქლომი გადაჭრეს და შეიჭრნენ ოფისში",- აცხადებენ ახალგაზრდები.

მანამდე პოლიცია შევიდა "კოალიცია ცვლილებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში. ასევე გაჩხერიკეს ჯგუფ "დაიტოვეს" ადმინისტრატორის ილო ღლონტის სახლში