მეცნიერები გვაფრთხილებენ: ყავა ნიჟარაში აღარ ჩაასხათ
1762179041
                                                                პარტია „გირჩის“ სათათბიროს წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი გადაცემა „ღამის კურიერის“ ეთერში პარტიების აკრძალვის თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ საუბრობს.
ალექსანდრე რაქვიაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არასწორია.
„ზოგადად, პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არასწორია. არ არსებობს არცერთი მიზეზი, არცერთი გარემოება, როდესაც პოლიტიკური პარტია აიკრძალოს. მიუხედავად იმისა, რა შეიძლება ხდებოდეს სხვა ევროპულ ქვეყნებში, ან ზოგადად სხვა ქვეყნებში. ისინიც ცდებიან, ელემენტარულად იმიტომ, რომ პოლიტიკური პარტია, თუ ის პარტიაა და არა მაგალითად, ძალადობრივი ჯგუფი, რომელიც ხალხს კლავს და აპირებს, ეს არის ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც პრობლემას სიტყვით აგვარებს, ანუ სიტყვა არის პოლიტიკოსის იარაღი და სიტყვას სიტყვა უნდა დაუპირისპირო. არ შეიძლება, რომ პოლიტიკური პოზიციის გამო გამოიყენო პოლიციური ძალა და ვიღაცას აუკრძალო ლაპარაკი. შინაარსობრივად ხომ ეს არის. როდესაც პოლიტიკურ პარტიას კრძალავ, ესე იგი, უკრძალავ ვიღაცას რაღაც პოზიციის გაჟღერება. გამოდის, რომ არის ხალხი, რომელსაც რაღაც პოლიტიკური პოზიცია აქვს და მათ ვუკრძალავთ ამ პოზიციის დაფიქსირებას. შინაარსობრივად, ეს არის სიტყვის თავისუფლების აკრძალვა. რატომ შეიძლება ეს გახდეს საჭირო? მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არ გაქვს საპირისპირო არგუმენტი, როდესაც არ შეგიძლია დაამარცხო დისკუსიაში,“ - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი.