„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
ჩემი აზრით, პოლიტიკური მოძრაობა ამ ქვეყანაში უკვე დაბადებულია, სინდისის პატიმრები არიან ამ მოძრაობის ლიდერები, რომლებიც იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე, რადგან სამწუხაროდ, 9 აპრილის შემდგომ ასეთი რეალური არასდროს ყოფილა 9 აპრილის მონაპოვრის დაკარგვა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ფავლენიშვილის თქმით, ქვეყანა ახლა არის თავისუფლების, დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხის წინაშე.
„ამ ქვეყანაში საბოლოოდ გაფორმდა დიქტატურა. ყველა ქართველის ვალდებულებაა, რომ დღესაც გამოვიდეს. ეს არის ძალიან სიმბოლური თარიღი. ვალდებულებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ თავად სინდისის პატიმრების მშობლები მოგვიწოდებენ, დავდგეთ მათ გვერდით. ეს არის დიდი საპროტესტო მოძრაობა, რომლის მიზანსაც წარმოადგენს ქვეყანაში ივანიშვილის სისტემის დემონტაჟი და საქართველოს გადარჩენა. ამ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ პაატა ბურჭულაძე. ამ აქციის ორგანიზატორები არიან სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები, დღის წესრიგი მათ მიერ იქნება განსაზღვრული. პოლიტიკური პარტიები ვიქნებით მათი დამხმარეები. ზოგადად, ხელისუფლებას, ადამიანებს, რომელთაც ქვეყნის ისტორიაში აქვთ ჩადენილი უდიდესი ღალატი ბოლო თვეების განმავლობაში, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ იქ მისვლის. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მსგავსი ტიპის განცხადებებს აკეთებენ“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.