1692302192
„პოლიტიკურად დამარცხებულები, ცდილობენ, ინფორმაცია გაავრცელონ, რომ ეკონომიკაში უბედურება ხდება - არ მგონია, ვინმემ გვარამიას უფრო დაუჯეროს, ვიდრე სავალუტო ფონდს, ან მსოფლიო ბანკს“ - გურამ მაჭარაშვილი

ფინანსთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საუბრობს მიზანმიმართულ სპეკულაციებზე, რომლებიც იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წინასწარ მაჩვენებლებს ეხება.
როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბიუჯეტის დაგეგმილი მაჩვენებლის შესრულებას არავითარი პრობლემა არ აქვს, საშემოსავლო ნაწილი გადაჭარბებით სრულდება და ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით გამოთქმული ვარაუდები სიცრუე და სპეკულაციაა.
გუშინ რამდენიმე ექსპერტმა და პოლიტიკოსმა, მათ შორის ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანხებთან დაკავშირებით თვითმმართველობებს პრობლემები აქვთ და დღგს გადასახადების გეგმა ვერ შესრულდა.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭავარიანის განცხადებით, ვერაფერი მოუხერხეს სახელმწიფოს გადატრიალების კუთხით და ახლა ოპოზიცია ცდილობს, რომ ეკონომიკის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს.
"ვერაფერი მოუხერხეს ქართულ სახელმწიფოს და საზოგადოებას რევოლუციის მოხდენის სახით, შტურმის განხორციელების სახით. მერე, დააანონსეს თვითონ, იქნებ ეკონომიკა ჩამოვაქციოთო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი წერს, რომ საქართველო ყოველ წლიურად ავითარებს თავის ეკონომიკას, შესაბამისად, არ მგონია, გვარამიას დაუჯერონ და საერთაშორისო სავალუტო ფონდს, ან მსოფლიო ბანკს არ დაუჯერონ საქართველოს ეკონომიკის შესახებ და ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. ეს ფაქტი, უკვე ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურად დამარცხებულები არიან. ახლა ეჭიდებიან, როგორმე ინფორმაცია გაავრცელონ, რომ სადღაც უბედურება ხდება, რა თქმა უნდა, ტყუილების სახით", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილი

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1745403796