სიმსივნის 12 სიმპტომი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ
1706555509
ტერმინი „გავლენიანი მრჩეველი“(კონსილიერი) გულისხმობს ადამიანებს, რომლებიც მაფიის მსგავსად იქცევიან, ტერმინი პოპულარობით სარგებლობს ფილმიდან ნათლია.
ევროკავშირის ომბუდსმენმა აღწერა მაფიის მსგავსი კულტურა ევროკომისიაში და ადანაშაულებს პირდაპირ მის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს.
ემილი ო’რეილი, რომელიც ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყო ევროკავშირის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის დამკვირვებელი, განუცხადა POLITICO-ს EU Confidential პოდკასტს, რომ კომისიის გამჭვირვალობა დროთა განმავლობაში გაუარესდა. ო’რეილიმ, რომელიც თანამდებობას თებერვალში დატოვებს, თქვა, რომ ამ როლში ყოფნის 11 წლის განმავლობაში იგი არასოდეს შეხვედრია ფონ დერ ლაიენს.
მან ასევე გამოხატა შეშფოთება კომისიის პრეზიდენტის კაბინეტში "გავლენიანი მრჩევლების“ მიმართ, ეს ტერმინი არის ფილმ „ნათლია“-დან და აღნიშნავს მაფიას. ისინი "ინტელექტუალური ხალხია - მაგრამ ისინი არ არიან არჩეულები", - დასძინა მან.
ო’რეილიმ თქვა: „ეს ორგანიზებული კულტურა ყოველთვის ზემოდან მოდის“, რაც გულისხმობს ევროკავშირის აღმასრულებელ ხელისუფლებაში გამჭვირვალობის ნაკლებობას. მან დასძინა, რომ თუ ინფორმაცია "პოლიტიკური მიზეზების გამო იფარება" და კულტურა ზემოდან მოდის, მაშინ სავარაუდოდ პრეზიდენტი, ფონ დერ ლაიენი და მისი კაბინეტი აყალიბებენ ამ კულტურას. მან თქვა, რომ კომისიის თავშეკავება, როდესაც საქმე ეხება დოკუმენტების გადაცემას მიუღებელია და დასძინა, რომ ტენდენცია "შემაშფოთებელია". "როდესაც ჩვენ მოთმინებით ვმუშაობთ დოკუმენტების ხელმისაწვდომობაზე, [ევროპის სასამართლოს] კანონის მიხედვით, ამ ყველაფერს ვაკეთებთ - და ისინი მაინც ამბობენ უარს. ეს იმედგამაცრუბელია."
ო’რეილიმ გააკრიტიკა ევროპარლამენტი კომისიის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობის გამო და მოუწოდა საკანონმდებლო ორგანოს გაიხსენოს მისი ძლიერი ზედამხედველობის როლი.
„ევროპარლამენტარებმა არაერთხელ მკითხეს, როგორ გავხადოთ კომისია უფრო ანგარიშვალდებული? როგორ მივიღოთ ჩვენთვის საჭირო დოკუმენტები? და ვიფიქრე, ნუთუ მე მეკითხებიან?” თქვა მან. ”მე ვარ ომბუდსმენი, 80 ადამიანით, ისინი არიან ინსტიტუტი, რომელმაც უნდა მოსთხოვოს პასუხი კომისიას, ასე რომ, თუ ისინი რჩევას მთხოვენ, ვფიქრობ, რომ ეს შემაშფოთებელია,” დასძინა მან