ამაღამ ჯადოსნური ვალპურგის ღამე დგება - მარიამ ციმინტიას რჩევები, როგორ გამოვიყენოთ უნიკალური შანსი
1746034180
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი LinkedIn-ზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას არ წარმოადგენს.
"დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) სახელით, პლატფორმა LinkedIn-ზე გავრცელებული ინფორმაცია არ წარმოადგენს NCDC-ს ოფიციალურ განცხადებას.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, სხვადასხვა ინფორმაციის გასავრცელებლად, პლატფორმით - LinkedIn არასოდეს უსარგებლია. როდის და ვის მიერ მოხდა გვერდის გახსნა ან ადმინისტრირება - სამწუხაროდ, ამის შესახებ ცენტრი არ ფლობს ინფორმაციას.
ამასთან, LinkedIn-ის ადმინისტრაცია ინფორმირებულია მომხდართან დაკავშირებით და მას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, შემდგომი გაუგებრობების თავიდან ასაცილებლად, ანგარიშის გაუქმების თხოვნით, უკვე მიმართა", - აღნიშნულია განცხადებაში.