„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
რუსეთის ტრანსპორტის მინისტრმა რომან სტაროვოიტმა ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ბადრა გუნბასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ზაფხულის სეზონის დასაწყისისთვის აფხაზეთთან რეგულარული საჰაერო მიმოსვლა გაიხსნება.
„მთელი რუსეთის მაცხოვრებლები დაინტერესებულნი არიან სტუმართმოყვარე აფხაზეთში დასვენებით. ეს ყოველთვის კეთილი შეხვედრებია, ეს ყოველთვის ნაზი მზეა, თბილი ზღვა. ამიტომ, ჩვენი ერთობლივი ამოცანაა
გავხადოთ სატრანსპორტო კავშირები ძალიან მოსახერხებელი“, - აღნიშნა სტაროვოიტმა.თავის მხრივ, ბადრა გუნბამ აღნიშნა ამ პროექტის მნიშვნელობა აფხაზეთის მოსახლეობისთვის.