სკანდალური ინტერვიუ - ქეთი ეგიდუნაშვილმა დუმილი დაარღვია
1748547767
პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა FARA-ს კანონის ძალაში შესვლაზე საუბრისას.
მავნე აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ეუბნება NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს, არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და დიპლომატიური ქცევის სტანდარტს.
„პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი (FARA) შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები. აგერ არის ამერიკული სტანდარტი, ამერიკული კანონი. ვნახოთ ერთი ისინი ფარისევლობდნენ, როდესაც რაღაც ნორმები არ მოსწონდათ, თუ რაიმე რეალური შენიშვნა ჰქონდათ. ეს არის პირდაპირ ერთი-ერთში გადმოღებული კანონი, რომელიც მოქმედებს ტრამპის ამერიკაში. ახლა თქვან, რომ არ მოსწონთ ტრამპის ამერიკა, ამერიკული კანონები, სტანდარტები და ამაში ჩვენ რას გვერჩიან, წავიდნენ, იციან სადაც არის საელჩო და იქ გააპროტესტონ ან დაემორჩილონ ამ კანონს.
მეორე განზომილება აქვს ამ კანონს, ეს არის დონორები, რომლებიც აგულიანებენ თავის NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს. ესეც არის დარღვევა. ზოგიერთი ელჩი, მათ შორის, რომელიც აგულიანებს NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და ისინი დაეხმარებიან ყველანაირად, რომ შემდეგ რაღაც თუ იყო რეაქციები, ატეხონ მერე სკანდალი და ვაი-ვიში. ამ დონორებს და ელჩებს ვეტყვი, რომ დიპლომატებმა პატივი უნდა სცენ ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც ეუბნება NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს, არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და დიპლომატიური ქცევის სტანდარტსაც. ამიტომ მინდა ყველას აქედანვე მოვუწოდო, რომ არ უარყონ ამერიკული სტანდარტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
ამერიკული კანონის ზუსტი ასლის ამოქმედებამდე სამი დღე რჩება. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და გამჭვირვალობა ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს აშფოთებთ.