გარდაიცვალა „რა სად?როდის?" წევრი ბესიკ ბუთურიშვილი
1731651782
აღქმების და ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობის დრო დასრულდა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გამართულ დებატებს.
„პირდაპირი გაგებით გვეუბნებიან, რომ გაუმჭვირვალე და შავი ფული იყოს საქართველოში, ჩვენ ვისაც გვინდა შავი ფულით დავაფინანსებთ, კაცები გაათხოვეთ რაც შეიძლება ბევრი და ამას თუ არ დააკმაყოფილებთ, ევროკავშირში არ მიგიღებთო, - ამას გვეუბნება ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია. საქართველოში კი არა, ამ იდეებს აღარც ამერიკაში და ევროპაში უჭერენ მხარს. აღქმების და ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობის დრო დასრულდა“, - აცხადებს მაჭარაშვილი.