„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1750190083
ორმაგი სტანდარტი და მორიგი უსამართლო დამოკიდებულება საქართველოს მიმართ - ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროპარლამენტის განცხადებას, რომელიც ევროკავშირის დონეზე, სიძულვილის ენის კრიმინალიზაციას ეხება. ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს სიძულვილის ენის გავრცელებას, მათ შორის სოციალურ მედიაში და ითხოვს სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების კრიმინალიზაციას. "ქართულ ოცნებაში" მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე საუბრობენ, როდესაც ევროპარლამენტი ევროკავშირში სიძულვილის ენას უპირისპირდება, საქართველოში კი სიძულვილის ენის გავრცელებას და რადიკალურ ჯგუფებს ახალისებს.
ოპოზიციის ნაწილს მიაჩნიათ შეურაცხმყოფელი პოსტებზე ჯარიმის დაწესებას იწონებენ.
"მე არ მახსენდება არცერთი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიმართ სიძულვილის ენა არ დაეგმოთ ჩვენს პარტნიორებს. მე ძალიან მომწონს გინებების აკრძალვა იმიტომ, რომ მე პირადად არ ვეთანხმები გინებას, თუმცა ეს ვიღაცისთვის თავისუფლების გამოხატულებაა, ვიღაცისთვის გამოხატვის თავისუფლება. სიძულვილის ენა არ შეიძლება და ამ ქვეყანაში, ვინც სიძულვილის ენას თესავს, ეს არის "ქართული ოცნება", - აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი ვიკა ფილფანი.
"ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ რომ შეურაცხმყოფელი განცხადებები ცალმხრივად ისჯება.
"პირდაპირ ეთერში ლანძღავენ და აგინებენ ადამიანებს, და ორმაგი სტანდარტი ეგ არის, ამაზე რომ არ ისჯებიან ადამიანები და ამ დროს "ფეისბუკ" პოსტის გამო რომ ისჯებიან, ეგ არის ორმაგი სტანდარტი. მათ შეუძლიათ, ეს აკეთონ იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ხელისუფლებაში არ ვართ. მაგრამ, განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანებმა რომ ხელისუფლების წევრებზე ვთქვათ ეს, ასევე საბჭოთა მშვიდობის დარღვევა გამოდის“, - აცხადებს პარტია ”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი.