დაკავებული ქალის შვილი მიმართვას ავრცელებს - ქალი გირაოსთვის ფულს აგროვებს
1756726609
რეალური საფრთხეა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უვიზო მიმოსვლა დაკარგონ, მაგრამ პასუხისმგებლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ეკისრებათ. ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რაზეც აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები შეეხოს მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლებს და არა მთელ საზოგადოებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„სამწუხაროდ, არსებობს ძალიან დიდი საფრთხე იმისა, რომ საქართველომ, საქართველოს ყველა მოქალაქემ დაკარგოს ის სიკეთე, რომელიც თავის თავში გულისხმობს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლას, მაგრამ ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვმუშაობთ ძალიან აქტიურად იმაზე, რომ რეალურად დასანქცირდნენ მხოლოდ „ოცნების“ წარმომადგენლები, კონკრეტული ჯგუფები და არა მთელი ქართული საზოგადოება, რადგან ის შედეგი, რაც შეიძლება დადგეს ვიზალიბერალიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით, არის ამ კონკრეტული ადამიანების „დამსახურება“. მათი „მუშაობის“ შედეგად, მათი ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, ე.წ. რეფორმების შედეგად მივედით იქამდე, რომ ევროპისთვის ჩვენ მისაღები პარტნიორები აღარ ვართ. ჩვენ არ ვართ საერთო ღირებულებით სისტემაში მოქცეული ევროპასთან ერთად, ამიტომ ძალიან ლოგიკური ნაბიჯია მათი მხრიდან იმის გაკეთება, რომ რვა წლის თავზე შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთან, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ მთავარი მომენტი, რომ აბსტრაქტულად არაფერი ხდება. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს წარმოადგენენ კონკრეტული ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რამაც აქამდე მოგვიყვანა. ამიტომაც ამ ადამიანების მიმართ უნდა იქნეს გატარებული შესაბამისი ზომები და არა ჩვენი ყველა თანამოქალაქის წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, უკვე მეორე თვეა და, საბოლოო ჯამში, ალბათ სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბრიუსელი ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.