"ორმა საათმა გადაწყვიტა ყველაფერი. დარეკეს, სამწუხაროდ, ვერაფერი ვერ გავაკეთეთო..." - ნუგზარ კვაშალი
1760987297
პეტერ ფიშერი საქართველოდან კონსულტაციებისთვის უკვე გაწვეულია.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გერმანიაში ფიშერის გამოძახება ყველა ქვეყნის ელჩისთვის მაგალითი უნდა იყოს, რომ ისინი დიპლომატის საქმიანობის ჩარჩოდან არ გავიდნენ. სპიკერი ელჩის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმებსა და რადიკალური ჯგუფების მხარდაჭერაზე საუბრობს.
ელჩის გაწვევის შესახებ ინფორმაცია გერმანიის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. განცხადებაში წერია, რომ სამინისტრო ფიშერს კონსულტაციებისთვის იწვევს, მიზეზად კი, მის წინააღმდეგ წარმოებულ აგიტაციას ასახელებს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევა, ორ ქვეყანას შორის არსებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს უფრო დააზიანებს.
პეტერ ფიშერის მხრიდან დიპლომატიური ეტიკეტისა და ვენის კონვენციის დარღვევაზე აკეთებს აქცენტს მმართველი გუნდი. საპარლამენტო უმრავლესობაში დღეს დიპლომატის მხრიდან, ძალადობრივი ქმედებების წახალისების კონკრეტული შემთხვევები, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობის და "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის უძრავი ქონების ქირაობის ფაქტიც გაიხსენეს.
პეტერ ფიშერის საქმიანობასა და სადავო აქტივობებზე კითხვები გერმანიაშიც გაჩნდა. საკითხს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგულ პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" იკვლევს. პოლიტიკური ძალა დაინტერესდა, რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა საქართველოში გერმანიის ელჩი ბოლო ათი კვირის განმავლობაში? არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრებისთვის და რამდენად შეესაბამება ელჩის ქმედებები ვენის კონვენციას. პარტიამ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კონკრეტული კითხვებით უკვე მიმართა.