VIDEO: „ეს სიმღერა და ტექსტი მე დავუწერე სალოს, რომელიც ლაშას მიუძღვნა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი
1761635312
პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები პარლამენტში მივიდნენ.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა, „ოცნებას“ თუ ვინმემ ლეგიტიმაცია მიანიჭა, ესენი არიან ის უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობის ორგანიზებაში.
„ჩვენ უნდა შევხედოთ რეალობას თვალებში. „ოცნებას“ ნამდვილად ჰქონდა ლეგიტიმაციის პრობლემა, ჰქონდა ლეგიტიმაციის კრიზისი, მას შემდეგ, რაც უამრავი დანაშაული ჩაიდინა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების შემდეგ. სამწუხაროდ, როდესაც ბოიკოტის კამპანია დასრულდა 4 ოქტომბრის შემდეგ, სრულიად უპასუხისმგებლო პროვოკაციით, რა თქმა უნდა, ამან „ოცნებას“ მისცა იმ ლეგიტიმაციის კრიზისის დაძლევის დამატებითი საბაბი. ამიტომ, ვინმე თუ პასუხისმგებელია იმაზე, რომ „ოცნებამ“ მოიპოვა დამატებით ლეგიტიმაციის საფუძველი, პირველ რიგში, ესენი არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული 4 ოქტომბრის სპეცოპერაციაში. რა თქმა უნდა, თავად „ოცნება“, რომელსაც შეეძლო და არაფერი გააკეთა, რათა თავიდან აეცილებინა ეს პროვოკაცია. ვინმემ თუ ლეგიტიმაცია მიანიჭა „ოცნებას“, ესენი არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც ჩართული იყვნენ 4 ოქტომბრის მშვიდობიან დამხობის ორგანიზებაში“, – განაცხადა შარაშიძემ.
ამასთან, კითხვა დაუსვეს პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებულ კანონთან დაკავშირებით, რაზეც შარაშიძემ აღნიშნა, რომ „პარტია თავს გადაირჩენს“.
„ყველაფერი მოსალოდნელია. ჩვენ პოლიტიკურ ბრძოლას ვერავინ გვასწავლის. ჩვენთვის მთავარია, გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი, ყველა პლატფორმა, რაც ხალხს ეკუთვნის“, – აღნიშნა შარაშიძემ.
პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილების თაობაზე 20 ოქტომბერს განაცხადა. პარტიაში აღნიშნეს, რომ პარლამენტის და საკრებულოების ტრიბუნის არგამოყენება არა მხოლოდ შეცდომა, არამედ დანაშაულია ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
ამასთან, 26 ოქტომბერს პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, რუსუდან თევზაძემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საპარლამენტო მანდატზე და ტოვებს პარტიას.