ხილი, რომელიც კიბოს უჯრედებს კლავს - ამის შესახებ ბევრმა არ იცის
1749226022
ძალიან აირია სიტუაცია ბევრი საკითხების მიმართ, რომელიც დღეს მოითხოვს ჩემგან სიცხადეს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ უახლოეს მომავალზე და პოლიტიკურ განვითარებებზე, ამ რეჟიმის პირობებში საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია, ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე, ამ ნახევრად ჩამოშლილ რეჟიმს, მივცეთ ის გამარჯვება, რაც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, ერთიანობა აუცილებელია“.
„საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, ამიტომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც აღნიშნავს ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. უნდა გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე, გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით, შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ყველაზე ძლიერი. ასევე, უნდა იყოს ზეწოლა პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე. პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია და სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის, უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს, მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა, თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, ალტერნატივა მომავლისთვის. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.