„პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და ჩვენ გვაქვს ასეთი მზაობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით“ - ლანა გალდავა

ლანა გალდავა

"ძლიერ საქართველოსა" და გიორგი გახარიას გუნდში თვითმმართველობის არჩევნებამდე, ისევ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების აუცილებლობაზე საუბრობენ.

"ძლიერი საქართველოს" წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მათ მზადყოფნა სწორედ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის მიმართულებით აქვთ.

"რაც შეეხება ჩვენს მზაობას არჩევნების მიმართულებით, პოლიტიკური პარტია ყოველთვის უნდა იყოს მზადყოფნაში და ჩვენ გვაქვს ასეთი მზაობა ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მიმართულებით", - განაცხადა ლანა გალდავამ.

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ტატა ხვედელიანის განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა ხელახალი არჩევნების ჩანიშვნაა, ამიტომ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით პარტია საუბარს არ აპირებს.

"არ ვისაუბრებთ არჩევნებზე, რადგან ეს არ არის აქტუალური თემა ჩვენი პარტიისთვის. დღეს თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი არ არის ჩვენი მოსახლეობის დაკვეთა, ეს არ არის აქტუალური საკითხი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სინდისის პატიმრებზე, არჩევნების კონტექსტში, უნდა ვისაუბროთ მხოლოდ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნაზე", - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.