ბექა ჯაიანმა დუმილი დაარღვია - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირველ კომენტარს აკეთებს
1734948740
"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, თერჯოლაში, ჭოგნარისა და კვახჭირის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ერთად განიხილა სამომავლო გეგმები, რომლებიც მომდევნო წლების განმავლობაში პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განხორციელდება.მისი თქმით, ჭოგნარში აქტიურად მიმდინარეობს სანიაღვრე არხების და გარე განათებების მოწყობა, ხოლო კვახჭირის ძირითადი გამოწვევა ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია იყო, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი - მანუჩარ რობაქიძე, პარტია ,, ქართული ოცნების” თერჯოლის ახლგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი - ლაშა გურგენიძე და მერის წარმომადგენელი სოფელ ჭოგნარში - მამუკა ბერეკაშვილი.