„ერთადერთი გადარჩენილი...“ - მამაკაცი ამტკიცებს, რომ 2027 წელში გაიჭედა და სამყაროში მარტოა
1734813292
სპორტში ახალგაზრდების მეტი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დელეგატმა ზუკა რურუამ გადაცემაში "იმედი LIVE".
„ბევრი ქვეყნის გამოცდილებიდან ვიცი, რომ სპორტული ცხოვრება არის, არა მხოლოდ ჯანსაღი ცხოვრება, არამედ გონებრივი შესაძლებლობების განვითარება. მე ვფიქრობ, რომ ბაღში და სკოლის ასაკში ჩვენმა ახალგაზრდებმა უნდა შეიძინონ ის სპორტული უნარები, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამოადგებათ. პარლამენტში ყოფნის დროსაც სწორედ ეს იქნება ჩემი მიზანიც.
ამისთვის პირველ რიგში უნდა მოვაგვაროთ ინფრასტრუქტურული პრობლემები რაც გვაქვს,“ - აღნიშნა ზუკა რურუამ.