სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ
1749822073
საკანონმდებლო ორგანომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით, 79 ხმით მიიღო.
კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვახტანგ თურნავამ წარადგინა.
მისი განმარტებით, კანონპროექტი საქართველოში მაღალკვალიფიციური უცხოელი IT სპეციალისტების მოზიდვას და კანონში არსებული რეგულაციების თანამედროვე IT ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისად ადაპტირებას ისახავს მიზნად, რაც მათ შემოსვლას და ქვეყანაში დასაქმებას მნიშვნელოვნად გაამარტივებს.
მომხსენებლის თქმით, ცვლილება იმ უცხოელებს შეეხებათ, რომლებიც პროფესიულად საქმიანობენ ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში და აქვთ დადასტურებული კვალიფიკაცია - შესაბამისი განათლება, სამუშაო გამოცდილება ან საერთაშორისო სერტიფიკატები.