ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა
1746165881
პარლამენტმა განიხილა და 82 ხმით მიიღო „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი, რომელიც სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა წარადგინა.
ცვლილებები ითვალისწინებს პიროტექნიკური ნაწარმის საქართველოში იმპორტის, ექსპორტის, წარმოების ან/და რეალიზაციის საკითხების დარეგულირებას.
საკანონმდებლო პაკეტით, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ: იქონიონ ლაზერული ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე ნებისმიერი ისეთი საშუალება, რომლის გამოყენებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა საქმიანობას ან/და მათ სარგებლობაში არსებული ტექნიკური საშუალებათა გამართულ ფუნქციონირებას, ასევე, სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა.