სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1756185650
პარლამენტმა რვა ახალი წევრის უფლებამოსილება ცნო.
კერძოდ, პარლამენტის გამოკლებული წევრის ბიძინა ივანიშვილის ადგილმონაცვლეა - ლევან მაჭავარიანი, ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე - არჩილ გორდულაძე, ირაკლი ღარიბაშვილის ადგილმონაცვლე - სალომე ჯინჯოლავა, მაკა ბოჭორიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ბერეკაშვილი, მარიამ ქვრივიშვილის ადგილმონაცვლე - თორნიკე ჭეიშვილი, ანრი ოხანაშვილის ადგილმონაცვლე - პაატა სალია, მიხეილ ყაველაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი გუგუჩია და დავით სონღულაშვილის ადგილმონაცვლე - ირაკლი ჭეიშვილი.
პარლამენტმა, დღეს, პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძეს, მაკა ბოჭორიშვილს, ანრი ოხანაშვილს, დავით სონღულაშვილს, მარიამ ქვრივიშვილს, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა.