სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1756185650
პოლონეთი უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნას არ აპირებს. განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გააკეთა.
ტუსკის თქმით, პოლონეთი საკუთარ თავზე უკრაინის ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფას აიღებს.
„პოლონეთი არ აპირებს ომის შემდგომ უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნას, მაგრამ სწორედ პოლონეთი იქნება პასუხისმგებელი უკრაინის ლოგისტიკური მხარდაჭერის ორგანიზებაზე. პოლონეთი ასევე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნატოს საზღვრის დაცვაში ბელარუსთან და კალინინგრადთან“, - თქვა ტუსკმა.