„დღეიდან თვე, თვე-ნახევარში მოხდება...“ - ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1750622029
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 82 ხმით მიიღო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი.
საკითხი განსახილველად ერთ-ერთმა ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა.
ცვლილებათა პროექტი კანონიდან იმ ნორმების ამოღებას ითვალისწინებს, რომელიც საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მართვას, სააგენტოს მართვის ორგანოს (საბჭოს) და აღმასრულებელი დირექტორის უფლებამოსილებებს ეხება.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს, 5 წლის ვადით არჩეული 5-წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.