პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილება ცნო

კენჭისყრა

პარლამენტმა გახარიას პარტიის წევრების ადგილმონაცვლეთა უფლებამოსილება ცნო.

საკითხი საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

კერძოდ, პარლამენტის გამოკლებული წევრის დიმიტრი ცქიტიშვილის ადგილმონაცვლე არის გელა აბულაძე, ანა ბუჩუკურის ადგილმონაცვლე - ჯემალ ანანიძე, ბექა ლილუაშვილის ადგილმონაცვლე - ქეთევან ბაკარაძე, ბერდია სიჭინავას ადგილმონაცვლე - რუსუდან თევზაძე, თეონა აქუბარდიას ადგილმონაცვლე - მალხაზ თორია, ნათია მეზვრიშვილის ადგილმონაცვლე - შალვა კერესელიძე, ლევან გოგიჩაიშვილის ადგილმონაცვლე - სალომე კობალაძე, გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე - გიგა ფარულავა, ზვიად ძიძიგურის ადგილმონაცვლე - ვიკა ფილფანი, როინ ქოჩორაშვილის ადგილმონაცვლე - გიორგი შარაშიძე, კახა ქემოკლიძის ადგილმონაცვლე - თამარ ხვედელიანი, ხოლო ზაზა თავაძის ადგილმონაცვლე - სოფიო ხორგუანი.

გახარიას პარტიის 12 წევრისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.