ევროპაში, შილაკი და TPO-ს შემცველი გელები აიკრძალა

გელ-ლაქი

2025 წლის 1 სექტემბრიდან ევროკავშირში  TPO-ს შემცველი გელები და გელ-ლაქი (შილაკი) აიკრძალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

 TPO ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც  UV/LED ნათურების ქვეშ გელის გამაგრებას უწყობს ხელს.  თუმცა, ბოლო პერიოდში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ  TPO -ს ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლია - მისმა მოხმარებამ, შესაძლოა, რეპროდუქციული პრობლემები გამოიწვიოს, ასევე გაზარდოს სიმსივნის განვითარების რისკი. 

მართალია, არსებული კვლევები ცხოველებზე ჩატარდა - თუმცა, ევროკავშირმა პრევენციის მიზნით მისი გამოყენება ადამიანებზეც აკრძალა. 

ევროკავშირი სილამაზის სალონებს მოუწოდებს ისეთი პროდუქცია გამოიყენონ, რომელიც  TPO-ს არ შეიცავს.