ხვალ შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1741109557
პარლამენტმა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ კანონპროექტი, მესამე მოსმენით განიხილა და 84 ხმით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი განსაზღვრავს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნისა და ფუნქციონირების საფუძვლებსა და პირობებს. კანონპროექტის მიზანია გენეტიკური პროფილის შენახვით დანაშაულის პრევენციის, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობა.
პროექტით წესრიგდება ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებულ პირებთან, ბიოლოგიური ნიმუშის აღებასთან, ბიოლოგიური ნიმუშის განმეორებით აღებასთან, დნმ-ის მონაცემთა ბაზის დამუშავების ძირითად წესებთან, ბიოლოგიური ნიმუშისა და გენეტიკური პროფილის შენახვისა და განადგურების წესთან დაკავშირებული საკითხები.
მომხსენებლის, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, კანონი 2025 წლის 1-ელი ივნისიდან ამოქმედდება.