პარლამენტის ვიცე - სპიკერობა რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობაა. ამ მოწვევის პარლამენტს ბევრი საქმე აქვს საკეთებელი, რადგან ქართველმა ხალხმა კონკრეტული დავალებით აგვირჩია - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი

უმნიშვნელოვანესი დღეა, მე-11 მოწვევის პარლამენტმა დაიწყო მუშაობა, ის შეუდგა უფლებამოსილებას. ეს არის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ჩვენი ხალხის უდიდესი ნდობის გამოცხადების პროცესი და საბოლოოდ პარლამენტი შედგა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

„პარლამენტის ვიცე-სპიკერობა რა თქმა უნდა დიდი პასუხისმგებლობაა. ამ მოწვევის პარლამენტს ბევრი საქმე აქვს საკეთებელი, რადგან ქართველმა ხალხმა კონკრეტული დავალებით აგვირჩია. ის დაპირებები და ის მიზნები, რაც წინასაარჩევნოდ იყო გაცხადებული აუცილებლად ყველაფერი უნდა შესრულდეს“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.