29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1732822260
ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გაჩერებას, უკვე მოჰყვა საპროტესტო გამოსვლები. თბილისში აქცია ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობს - პარლამენტის წინ და გორგასლის ქუჩაზე, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან. ქუჩაში გამოსული მოქალაქეები და აქტივისტები მმართველი გუნდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ხელისუფლების შეცვლას ითხოვენ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მობილიზებულია პოლიცია, რომელიც შენობის მიმდებარე ტერიტორიაზეა განაწილებული. საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა და პერიოდულად სკანდირებენ მმართველი ძალის მისამართით. ადგილზე იმყოფებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციის წარმომადგენლები.